ტრენინგ ცენტრი “Alternative” გთავაზობთ თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს.
ჩვენს მიზანს წარმოადგენს პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე და წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.
ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი სპეციალისტებით და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა კურსის დასრულების შემდეგაც მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები.

ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებშიც მსმენელები გაივლიან სტაჟირებას და პრაქტიკაში განახორციელებენ შეძენილ თეორიულ ცოდნას.
კურსის დასრულების შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება და გაიცემა სერთიფიკატი.
წარჩინებულებს მიეცემათ სარეკომენდაციო წერილი დასაქმებისათვის.
რატომ ვირჩევთ ტურიზმის მენეჯმენტს?
ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (World Tourism Organisation) მონაცემებით ყოველი მეათე სამუშაო ადგილი პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის ამ უფრო და უფრო სწრაფად მზარდ სექტორს.
დღეს ტურიზმის განვითარებული ინდუსტრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანას ხომ უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ტურიზმის განვითარება – საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტულია: ძალიან ბევრი კეთდება ქვეყნის პოპულარიზაციისათვის და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტების მოსაზიდად.
ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის უპირატესობებს:
- განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას აფუძნებენ თავიანთ კულტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ნაკრძალებსა და ბუნებრივ პირობებზე;
- ხელს უწყობს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის განვითარებას, ქმნის ტურისტულ მარშრუტებს და სამუშაო ადგილებს ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან: გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები;
- ტურიზმის ხელშემწყობი პოლიტიკა მოიცავს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც მოიცავს გზებს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, რაც ასევე ამცირებს უმუშევრობას და ზრდის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში;
- მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ისტორიული, რელიგიური და არქეოლოგიური ძეგლების დაცვასა და მოფრთხილებას, ადგილობრივი ფოლკლორის, ტრადიციების, ხელოვნებისა და სამზარეულოს დაცვასა და შენარჩუნებას;
- ტურისტთა ნაკადის ზრდა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანას, ადგილზე მოახდინოს მისი პროდუქტის რეალიზაცია;
- ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობის ზრდა ახდენს მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის.
რატომ ვირჩევთ საბანკო საქმეს?
ბანკის არსის, ფუნქციონირების, დაკრედიტების პრინციპების საკრედიტო ურთიერთობების განვითარების და მათზე მოქმედი ფაქტორების კვლევა ეკონომიკური მეცნიერების ინტერესის ცენტრშია.
ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში აღნიშნული საკითხების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ქვეყანამ მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და დაადგა საბაზრო ეკონომიკის გზას.
ფაქტია, რომ საბანკო და საკრედიტო სისტემა თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ერთ-ერთ ურთულეს და საინტერესო სფეროს წარმოადგენს, რომელიც ტრანსფორმირებადი ეკონომიკის პირობებში განვითარების რიგი თავისებურებებით ხასიათდება და მის გამართულ მუშაობაზე დიდადაა დამოკიდებული მთელი ეკონომიკური სისტემის ქმედითუნარიანობა. საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრება და პერსპექტივაში განვითარება წარმოუდგენელია კომერციული საბანკო სისტემის წარმატებული ფუნქციონირების გარეშე, რადგან იგი უშუალო ზემოქმედებას ახდენს საბაზრო ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროზე, განსაზღვრავს მისი განვითარების ვექტორს.
რატომ ვირჩევთ ბიზნესის ორგანიზაციას და მართვას?
ბიზნესი რთული და საინტერესო საქმიანობაა. მისი წარმატებული დაუფლება დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე. მოგებაზე გამიზნულ საქმიანობაში პრაქტიკულად მაღალი შედეგიანობის მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საჭირო ცოდნის მიღება ბიზნესის წარმართვის პრინციპების, წესების, ფორმებისა და მეთოდების შესახებ.
მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა, ქვეყნის წინაშე კვლავ მრავალი პრობლემა დგას, რომელთა დაძლევას უდიდესი სახელმწიფოებრივი ბრძნული შრომა სჭირდება. ამ პრობლემათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მძლავრი საკუთარი ეკონომიკის შექმნა, რისი მიღწევაც შეუძლებელია ბიზნესის განვითარების გარეშე.
დღეს ჯანსაღი ბიზნესის განვითარების პირობები განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონეს. აქედან გამომდინარე ბიზნესი ხდება საქართველოს ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. ბიზნესის საშუალებით შეიძლება იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად დაინერგა ან ინერგება ქვეყნის ეკონომიკაში საბაზრო მექანიზმი და მეურნეობრიობის მეთოდები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ბიზნესს ჯერ კიდევ არ აქვს თანამედროვე ცივილიზებული ფორმა და შინაარსი, ბევრი რამ არის დასახვეწი. ამიტომ კადრების მომზადება, ბიზნესის სფეროებისათვის ფრიად აქტუალურია.